ირაკლი ჩიქოვანი - ამერიკულ დელეგაციასთან გამოვხატე ჩემი გულისტკივილი და გაკვირვება, რომ „ღირსეული პარტნიორი 2024“ გადაიდო, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას, რომ 2025 წელს საერთაშორისო წვრთნები ჩავატაროთ

მე გამოვხატე ჩემი გულისტკივილი და გაკვირვება იმასთან დაკავშირებით, რომ „ღირსეული პარტნიორი 2024“ გადაიდო, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას იმისთვის, რომ 2025 წელს საერთაშორისო წვრთნები ჩავატაროთ, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის სამინისტროში სენატორების ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, საუბარი შეეხებოდა თავდაცვის სამინისტროში არსებულ თანამშრომლობაზე, იმ გამოცდილებაზე, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა და იმ პოზიტიურ შედეგებზე, რომელიც ამ თანამშრომლობას გააჩნია.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში, სადაც ამერიკულ დელეგაციას შევხვდით, ჩვენ გვქონდა საუბარი თავდაცვის სამინისტროში არსებულ თანამშრომლობაზე, იმ გამოცდილებაზე, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა და იმ პოზიტიურ შედეგებზე, რომელიც ამ თანამშრომლობას გააჩნია. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს თანამშრომლობა სასარგებლოა არამხოლოდ ქართველი, არამედ აშშ-ის მხარისთვისაც. ასევე ვისაუბრეთ, რომ ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროექტები თავდაცვის სამინისტროს და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს. ეს ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ასევე ვისაუბრეთ და მე გამოვხატე ჩემი გულისტკივილი და გაკვირვება იმასთან დაკავშირებით, რომ „ღირსეული პარტნიორი 2024“ გადაიდო, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას იმისთვის, რომ 2025 წელს საერთაშორისო წვრთნები ჩავატაროთ“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

გარდა ამისა, ჩიქოვანმა უპასუხა შეკითხვას იყო თუ არა საუბარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საუბარი არ შემდგარა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს