გიგი უგულავა - მთელი საქართველო მოტყუებულია ივანიშვილისგან და „ქართული ოცნებისგან“, განსაკუთრებით წყალტუბო

მთელი საქართველო მოტყუებულია ივანიშვილისგან და „ქართული ოცნებისგან“, მაგრამ განსაკუთრებით მოტყუებული არის წყალტუბო,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა. ის დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე წყალტუბოს მოსახლეობა მხარს ხელისუფლების ცვლილებას დაუჭერს.

„ყველას ახსოვს 2019 წელს დაპირება, რომ აქ სამოთხე უნდა აეშენებინათ, ყველა სანატორიუმი უნდა მუშაობდეს, მაგრამ სინამდვილე ის არის, რომ თითი თითზე არავის დაუკარებია და ეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. აბსოლუტურად ყველაფერი გააჩერეს, ერთადერთი სკვერი, რომელიც „მსოფლიო ბანკის“ მხარდაჭერით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დაიწყო, კოსმეტიკურად დაამთავრეს. რაც მთავარია, კარგად ჩანს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას. თუ რამე გაკეთდა, ისევ მიხეილ სააკაშვილის დროს და ისევ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. ამიტომ, წყალტუბო არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ როგორ შეიძლება აქაურობას ძველი დიდება დაუბრუნდეს და ახალი სიცოცხლე, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას“,- განაცხადა უგულავამ.

მისი განმარტებით, მოსახლეობა სოფელს უნდა დაბრუნდეს და სოფლის მეურნეობა აღდგეს.

„26 ოქტომბერს, წყალტუბო, რომელიც ტრადიციულად, „ქართული ოცნებისადმი“ ოპოზიციურად განწყობილია, კიდევ უფრო მეტად გამოაჩენს თავს, რადგან ყველაზე ნათელი მაგალითია სამოთხე როგორ უნდა აქციო მიტოვებულ ჯოჯოხეთად. ხალხი ცხოვრობს, ალამაზებს აქაურობას, უბრალოდ, მთავრობა არაფერში გვერდით არ უდგას”,- განაცხადა გიგი უგულავამ, რომლის კომენტარსაც “ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს