გიორგი ვაშაძე - წყალტუბო “ქართული ოცნების” მიერ მიტოვებული საქართველოს ნათელი მაგალითია

წყალტუბო არის ნათელი მაგალითი “ქართული ოცნების” მიერ მიტოვებული საქართველოსი - ამის შესახებ, „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ხალხს აღარ უნდა დაპირისპირება, ლანძღვა და გინება.

“ჩემს უსაყვარლეს იმერეთში ვარ და ძალიან კარგი, თბილი დახვედრაა. ყველას გვინდა ერთიანობა, ყველას გვინდა გამარჯვება, ყველას გვინდა საქართველო ევროკავშირში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხი გვეუბნება აღარ გვინდა დაპირისპირება, აღარ გვინდა ლანძღვა და გინება. გვინდა მშვიდობა, გვინდა საქმე, გვინდა ინვესტიციების მოზიდვა.

წყალტუბო არის ნათელი მაგალითი “ქართული ოცნების” მიერ მიტოვებული საქართველოსი. რამხელა დაპირებები იყო და არაფერი არ არის გაკეთებული და ჩვენ ამ ხალხს ვპირდებით, რომ სულ რაღაც 2 წელიწადში წყალტუბო იქნება წალკოტი.

აქ იქნება ბევრი სამუშაო ადგილი, წინსვლა, წარმატება. ბევრი ახალგაზრდა, ბევრი ტურისტი და ყველაფერს გავაკეთებთ”,- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს