გიორგი ვაშაძე შაჰინისა და ტერნერის ვიზიტზე - თვითონაც დარწმუნდნენ და ყველამ კარგად ვიცით, რომ კობახიძეს და ივანიშვილს არაფერი ეშველება, ერთადერთი საშველი 26 ოქტომბერია, როდესაც ხელისუფლება უნდა შევცვალოთ

თვითონაც დარწმუნდნენ და უკვე ყველამ კარგად ვიცით, რომ არც კობახიძეს და არც ივანიშვილს არაფერი ეშველება. ერთადერთი საშველი არის 26 ოქტომბერი, როდესაც ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კონგრესმენ მაიკ ტერნერის და სენატორ ჯინ შაჰინის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც მან განმარტა, მათი ვიზიტის მიზანი ხალხის მხარდაჭერა იყო და „მცდელობა, რომ იქნებ რაიმე ეშველოს "ქართულ ოცნებას".

„რატომ ჩამოვიდნენ რიგგარეშე ვიზიტით? - პირველი: ხალხის მხარდაჭერა, მეორე: მცდელობა, რომ იქნებ რაიმე ეშველოს "ქართულ ოცნებას".

თვითონაც დარწმუნდნენ და უკვე ყველამ კარგად ვიცით, რომ არც კობახიძეს და არც ივანიშვილს არაფერი ეშველება. ერთადერთი საშველი არის 26 ოქტომბერი, როდესაც ხელისუფლება უნდა შევცვალოთ“,- აღნიშნა ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის, სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, რომ მისთვის „იმედგაცრუებას იწვევს ის, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ან არ ჩანს, რომ დაინტერესებულია ურთიერთობების გაგრძელებით“.

ამასთან, სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა შეხვედრაზე.

კონგრესმენმა, მაიკ ტერნერმა კი მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იმედგაცრუებას იწვევს ამჟამინდელი ურთიერთობა ამერიკასა და საქართველოს შორის და კონგრესმენს იმედი აქვს, რომ ეს ურთიერთობები გაუმჯობესდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება