თინა ბოკუჩავა - ივანიშვილი 2019 წელს ბევრ ცრუ დაპირებასთან ერთად ხალხს დაჰპირდა, რომ უნდა შეესყიდა 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოეწყო წყალტუბოში წალკოტი, სად არის ეს წალკოტი?

ივანიშვილი 2019 წელს ბევრ ცრუ დაპირებასთან ერთად ხალხს დაჰპირდა, რომ უნდა შეესყიდა 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოეწყო წყალტუბოში წალკოტი, სად არის ეს წალკოტი? - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ წყალტუბოში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, არაფერი გაკეთებულა არც წყალტუბოში, არც იმერეთში და საქართველოს არცერთ რეგიონში, გარდა კორუფციისა, ნგრევისა, შუღლის და დაპირისპირების თესვისა, რითაც მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ხეირობს.

„როდესაც ქუთაისში იყო პარლამენტი, მე უამრავ დროს ვატარებდი წყალტუბოში, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, მაგრამ ვხედავთ, რომ ახლა პრაქტიკულად ქალაქიც და სოფლებიც იცლება. დღეს ბაზარში ვიყავით და ყველა გვეუბნება, რომ სამწუხაროდ გაბატონებულია სიღარიბე, უმუშევრობა, ყველას აწუხებს მაღალი ფასები, გაჭირვება, ახალგაზრდები მიდიან სოფლებიდან, ქალაქებიდან, იცლება ქალაქები, იცლება ქვეყანა და ეს ყველაფერი მოიტანა ივანიშვილის კორუფციამ, კლანურმა მმართველობამ და საქართველოს მოქალაქეებისგან რესურსების მიტაცებამ, რასაც აკეთებენ 12 წელია. ხალხი დააპირისპირეს ერთმანეთს, მოსახლეობაში აღვივებენ შუღლს, მაგრამ ჩვენ რა გვაქვს გასაყოფი? ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ძალიან მიხარია და ამაყი ვარ, რომ ვარ თქვენთან ერთად, საქართველოს პატრიოტ მოქალაქეებთან ერთად ამ დიდ ბრძოლაში.

წყალტუბოში, სადაც არის ასეთი უნიკალური ბუნებრივი რესურსები - ბალნეოლოგიური და თერმული წყლები. აქ მართლაც საოცრების მოწყობა არის შესაძლებელი. გახსოვთ, ივანიშვილი 2019 წელს ბევრ ცრუ დაპირებასთან ერთად, როგორ ამბობდა, რომ უნდა შეესყიდა 22 სასტუმრო და 9 აბანო და მოეწყო აქ წალკოტი, სად არის ეს წალკოტი? არაფერი გაკეთებულა არც წყალტუბოში, არც იმერეთში და არც საქართველოს არცერთ რეგიონში გარდა კორუფციისა, ნგრევისა, შუღლის და დაპირისპირების თესვისა, რადგან ამით მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილი ხეირობს. 26 ოქტომბერი არის ჩვენი შანსი, რომ ჩვენი ერთიანობით დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა, დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი.

ყველგან, სადაც ჩავედით, ყველა ითხოვს ერთ რამეს - გაერთიანდით! და გავერთიანდით ცვლილებებისთვის, გავერთიანდით უკეთესი საქართველოსთვის, გავერთიანდით ევროპული მომავლისთვის და კეთილდღეობისთვის თითოეული ქართული ოჯახისთვის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის