„კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროას” ხონის ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროას’’ ხონის ოფისი გაიხსნა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ელენე ხოშტარიამ და ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ხაზი გაუსვეს ისეთ პრიორიტეტულ საკითხებს, როგორებიცაა პრეზიდენტის „ქართული ქარტია“, თანამედროვე განათლება, რეგიონების გაძლიერება და შესაძლებლობების ეკონომიკა, ასევე, ისაუბრეს ადგილობრივ პრობლემებზე.

„ხონი არის ადგილი, რომელსაც საერთოდ არანაირი ეკონომიკური პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. ის არის ძალიან ახლოს ქუთისის აეროპორტთან, აქვე არის კანიონები, ულამაზესი ტურისტული ადგილები, მაგრამ, დღეს, ხონში ზოგადი უპერსპექტივობიდან გამომდინარე, ადამიანების წარმოუდგენელი რაოდენობა გასულია ემიგრაციაში. თვალსაჩინოა დაცარიერებელი სახლები. ეს არის რეგიონების ტიპური მდგომარეობა, ოღონდ ხონს განსაკუთრებული ადგილი აქვს. მას დიდი პოტენციალი აქვს, მათ შორის, საკუთარი მდებარეობის გამო. აქ ყველას ესმის, რომ საქართველოს გადარჩენა ახლა არის 26 ოქტომბერს ცვლილებისთვის ხმის მიცემა, ამ ხელისუფლების გადარჩევა და ევროპული დღის წესრიგში დაბრუნება, რაც ყველა იმ სიკეთეს მოგვცემს, რაც ევროპას გააჩნია“,- განაცხადა ხოშტარიამ.

„კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“ დღეს, ასევე, საარჩევნო შტაბებს ვანსა და სამტრედიაში გახსნიან.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო