ვანში „კოალიცია ცვლილებისთვის" ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას” ვანის ოფისი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ კორუფცია ანადგურებს ვანს, ქვეყანაში ენთუზიაზმსა და მოტივაციას, ამ ყველაფრიდან გამოსავალი კი 26 ოქტომბერს არჩევნებზე მოქალაქეების აქტიურობაა.

„ღარიბი ნაწილი მოსახლეობის კიდევ უფრო ღარიბდება მილიარდერი ადამიანის პირობებში. გაჭირვებულს უფრო უჭირს, ბიუჯეტი კი იზრდება, თუმცა შემოსავალი ეზრდება ელიტურ ოჯახებს და არა ვანელებს, ხონელებს და ქართველებს.

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს ცვლის, მას უნდა ესმოდეს რომ ამის უფლებას არავინ მისცემს. კორუფცია ანადგურებს ვანს, ქვეყანაში ენთუზიაზმს, მოტივაციასა და აუბედურებს ოჯახებს.

ყველაზე ღარიბმა ადამიანმაც კი უნდა იცოდეს, როდესაც 26 ოქტომბერს ბიულეტენი ექნება ხელში, მას შეეძლება, დაამარცხოს ამ ქვეყანაში ყველაზე მდიდარი ადამიანი ივანიშვილის სახით“, - განაცხადა მელიამ.

„კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ დღეს საარჩევნო შტაბებს იმერეთში ხსნის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს