ოლაფ შოლცი ბენიამინ ნეთანიაჰუს - ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ძალადობის დესტრუქციული სპირალის შეჩერება და რეგიონში დაძაბულობის შემცირება

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლებისა და ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმების გაფორმების დრო დადგა, - ინფორმაციას Deutsche Welle გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილეზე, ვოლფგანგ ბიუხნერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელის მრავალი მიზანი მიღწეულია, მაგრამ "ადამიანთა ტანჯვა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი უზარმაზარია", - განუცხადა შოლცმა ისრაელის პრემიერს.

გერმანიის მთავრობის მეთაურმა სერიოზული შეშფოთება გამოხატა ახლო აღმოსავლეთში რეგიონული კონფლიქტის საფრთხის გამო. ამავდროულად, მან ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ბერლინი მკაცრად გმობს ირანისა და მოძრაობა „ჰეზბოლას“ მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ მუქარებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრისას ოლაფ შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ ღაზას სექტორში ომის დასრულება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება რეგიონში სიტუაციის დეესკალაციისკენ.

„ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, შეჩერდეს საპასუხო ძალადობის დესტრუქციული სპირალი, შემცირდეს დაძაბულობა და კონსტრუქციულად ვიმუშაოთ დეესკალაციაზე“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია