თეა ახვლედიანმა შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მემორიალთან შეკრებილ დაღუპული სამხედროების ოჯახების წევრებს მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრები შინდისში გმირულად დაღუპული 17 მეომრის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ.

„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ შინდისის გმირების ხსოვნას, რომლებმაც საქართველოს ერთიანობისა და ღირსების დაცვის გამორჩეული, მარადიული მაგალითი შექმნეს სწორედ ამ ადგილებში, რომელიც ინახავს რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და უთანასწორო ბრძოლის უმძიმეს ისტორიას. სწორედ, ჩვენი გმირების სამშობლოსადმი ღვაწლი და თავგანწირვა გვავალდებულებს, რომ მთელი ძალისხმევით და კიდევ უფრო მეტი შემართებით დავიცვათ და განვამტკიცოთ მშვიდობა ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის, რათა სრულყოფილად შევძლოთ აღვასრულოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და ეროვნული მიზნები, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას და ხალხის გაერთიანებას. მინდა, თანაგრძნობა გამოვუცხადო ოჯახებს და კიდევ ერთხელ დავუდასტურო მათ პატივისცემა. დიდება გმირებს!",- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

შინდისში ასევე იმყოფებოდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის