საქართველოს საელჩო საბერძნეთში, ატიკის ტერიტორიაზე გაჩენილ ტყის ხანძართან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო საბერძნეთში, ატიკის ტერიტორიაზე გაჩენილ ტყის ხანძართან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.

როგორც საელჩოში განმარტავენ, 24 საათის განმავლობაში ფუნქციონერებს ცხელი ხაზი, რომელზეც ამ დრომდე არ შესულა რაიმე შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან.

„ატიკის ტერიტორიაზე, კერძოდ ვარნავას, როდოპოლის, სტამატასა და ამიგდალეზაზე არსებულ ხანძართან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს:

საელჩოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს საბერძნეთის კლიმატური კრიზისებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების სამინისტროსთან.

ამასთან, როგორც მოგეხსენებათ, საელჩოში 24 საათის განმავლობაში ფუნქციონერებს ცხელი ხაზი ( +306952220000), რომელზეც ამ დრომდე არ შემოსულა რაიმე შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან.

საელჩოს ცხელი ხაზი განთავსებულია როგორც საელჩოს, ისე საკონსულოს ვებ-გვერდებზე.

ამასთან, საჭიროების შემთხვევაში მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს, მათ შორის, გამოცხადების შემთხვევაში ევაკუაციის მოთხოვნებს.

აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199, სასწრაფო დახმარება - 166.

საელჩო, თავის მხრივ საჭიროებისამებრ მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, საბერძნეთში, დედაქალაქ ათენთან ახლოს ტყის ხანძარი მძვინვარებს, რის გამოც ხელისუფლებამ რამდენიმე სოფლისა და ქალაქის ათასობით მცხოვრების ევაკუაციის ბრძანება გასცა. მედიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა ხეები, სახლები და ავტომობილები და კვამლის ღრუბლებმა საბერძნეთის დედაქალაქს მიაღწია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 400-ზე მეტი მეხანძრე, 16 სახანძრო თვითმფრინავით და 13 ვერტმფრენი იყო ჩართული. ცეცხლმა სოფელ ვარნავასს მიაღწია, რომელიც ათენის ჩრდილოეთით 35 კმ-ში მდებარეობს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია