კახა კალაძე - ჩვენმა სპორტსმენებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ქართულ ჟინს ვერაფერი დაამარცხებს და მიზნისკენ სწრაფვას ყოველთვის აქვს აზრი

ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ლაშა ბექაური - ესენი ის ადამიანები არიან, რომლებმაც პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს და ოქროს მედლებით ხელდამშვენებული უბრუნდებიან ქვეყანას. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თითოეული ოლიმპიური ჩემპიონი მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსანი - ნახევარ მილიონ ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი - 250 ათას ლარს მიიღებს.

„საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ლიდერმა ლაშა ტალახაძემ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 215 კილოგრამი აიტაცა, 255 კილოგრამი აკრა და ორჭიდის ჯამში დაგროვილი 470 კილოგრამით კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ისტორია დაწერა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა - იგი საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი ქართველი მოჭიდავე, რომელმაც შეძლო ოლიმპიურ თამაშებზე სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მოპოვება.

ლაშა ბექაური პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 24 წლის სპორტსმენმა ფინალში იაპონელი მურაო სანშირო დაამარცხა და პარიზის 2024 წლის თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ შვიდი მედალი მოიპოვა. სამი ოქროს გარდა, ვერცხლის მედლებს თავისუფალ ჭიდაობაში გივი მაჭარაშვილი, ძიუდოში - ილია სულამანიძე და ტატო გრიგალაშვილი დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს მედალი მოკრივე ლაშა გურულის ანგარიშზეა.

თითოეული ოლიმპიური ჩემპიონი მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსანი - ნახევარ მილიონ ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი - 250 ათას ლარს მიიღებს, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობის მეთაურს. ეს არა მხოლოდ წარმატებული სპორტსმენების, არამედ მომავალი თაობებისთვისაც დამატებითი მოტივაცია იქნება, რომ სპორტს, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიონ.

ჩვენმა სპორტსმენებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ქართულ ჟინს ვერაფერი დაამარცხებს და მიზნისკენ სწრაფვას ყოველთვის აქვს აზრი. ვულოცავ ჩვენს სპორტსმენებს და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს გამარჯვებას.

აქვე, მადლობას ვუხდი ოლიმპიურ კომიტეტს, სამწვრთნელო და სამედიცინო გუნდს ამ გამარჯვებებისთვის და საქართველოს გახარებისთვის“,- განაცხადა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის