გიორგი ვაშაძე - ზურგში მიპარვა მშიშარა ადამიანების ქმედებაა - ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ „ქართული ოცნება” არჩევნებში მარცხდება და სურს, ძალადობით რაღაც გააკეთოს

მათ ეს ძალადობა უკან შეუტრიალდებათ და ჩვენ მათ ერთიანობითა და სამშობლოზე ზრუნვით უნდა ვუპასუხოთ. ძალადობა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩავაბაროთ, - ამის შესახებ ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნებში მარცხდება და ძალადობით „რაღაცის“ გაკეთებას ცდილობს.

„ზურგში მიპარვა მშიშარა ადამიანების ქმედებაა და ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ „ქართული ოცნება” არჩევნებში მარცხდება და სურს, რომ ძალადობით რაღაც გააკეთოს. მე ვფიქრობ, რომ მათ ეს ძალადობა უკან შეუტრიალდებათ და ჩვენ ერთიანობითა და უნდა სამშობლოზე ზრუნვით უნდა ვუპასუხოთ და ძალადობა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩავაბაროთ. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, ევროკავშირში გაწევრიანება, წინსვლა, დემოკრატია და ამას ალტერნატივა არ აქვს. დაპირისპირება, ზიზღი უნდა ჩავაბაროთ წარსულს. “ქართული ოცნება” არის წარსული, ეს ხალხი არის მომავალი, ერთიანობა არის მომავალი. მომავალი არის ის, რომ საქართველო, ევროკავშირის წევრი იქნება,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას თავს სამტრედიაში დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ნიკა მელია სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს, მედიასთან კომენტარს აკეთებდა. ნიკა მელიას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია