ირაკლი კობახიძე - აქტუალური არ არის სალომე ზურაბიშვილი - ის არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მარიონეტი, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს ხოლმე

აქტუალური არ არის სალომე ზურაბიშვილი. ის არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მარიონეტი. რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს ხოლმე. ეს არის ერთადერთი როლი და ფუნქცია, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი, მოხალისე დამკვირვებლის კამპანიაში ჩაერთო.

კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტია და არა საქართველოსი, მის სიტყვას და განცხადებას კი ფასი არ აქვს.

„აქტუალური არ არის სალომე ზურაბიშვილი. ის არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მარიონეტი. რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს ხოლმე. ეს არის ერთადერთი როლი და ფუნქცია. ის არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი და არა საქართველოსი. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა მის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, შემდეგ კი მან თავად აღიარა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია აქედან გამომდინარე, ზურაბიშვილს აღიარებული აქვს, რომ კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტია. თანამდებობა შეინარჩუნა მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ „ნაცმოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა იმპიჩმენტის წესით მის გადაყენებას. ის არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი და არა საქართველოსი, ერთი მარტივი მარიონეტი. მის სიტყვას და განცხადებას ფასი არ აქვს“,- აღნიშნა პრემიერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი