ირაკლი კობახიძე - ნულს მინუს ერთი, უდრის -1-ს, ეს არის „ლელოს“ დღევანდელი მდგომარეობა

ნულს მინუს ერთი, უდრის -1 -ს, ეს არის „ლელოს“ დღევანდელი მდგომარეობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ალეკო ელისაშვილისა და პარტია „ლელოს“ გაერთიანებასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ლელოს“ არჩევნებში წარმატების „არავითარი შანსი არ აქვს“.

„რეალურად, ნულს მინუს ერთი, უდრის -1 -ს. ეს არის „ლელოს“ დღევანდელი მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, წარმატების არავითარი შანსი ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა