გიორგი ვაშაძე - ეს არ არის პარტიებს შორის არჩევნები, ეს არის არჩევნები როგორ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ, ეს არჩევნები არის მომავალსა და წარსულს შორის

ეს არ არის პარტიებს შორის არჩევნები, ეს არის არჩევნები როგორ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ, ეს არჩევნები არის მომავალსა და წარსულს შორის, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კასპში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ვაშაძის თქმით, დაპირისპირება და კინკლაობა წარსულს უნდა ჩაბარდეს, რადგან მისი თქმითვე, მოსახლეობა იმ დაპირისპირებით დაიღალა, რომელიც ქვეყანაში არსებობს.

„მიხარია, რომ კასპში ვარ. კასპი არის ძალიან საყვარელი რაიონი ჩემთვის, ძალიან ხშირად ვარ ხოლმე თქვენთან სტუმრად.

პირველ რიგში მთავარია ის, რომ ერთიანობა იმარჯვებს, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ 26 ოქტომბერს. პირველი, ეს არ არის პარტიებს შორის არჩევნები, ეს არის არჩევნები თუ როგორ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ. ეს არჩევნები არის მომავალსა და წარსულს შორის.

ჩვენ ვართ მომავალი, "ქართული ოცნება" არის წარსული, ჩვენ წარსულს უნდა ჩავაბაროთ დაპირისპირება და კინკლაობა. დაიღალა ერი აი იმ უდიდესი დაპირისპირებით, რომელიც ქვეყანაში არის. უნდა ჩავაბაროთ წარსულს იმის გარჩევა, ვინ, ვისზე უკეთესია.

აქ ბევრი ახალგაზრდაა, მათთვის გვინდა ახალი საქართველო და მათთვის გვინდა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში. ჩვენ გვინდა საქართველო ერთიანი, მთლიანი, ძლიერი. სხვაგან ისე არ იციან ერთიანობის მნიშვნელობა, როგორც აქ. აქ ბევრი დევნილი ხართ და ჩვენ გვინდა დევნილები სახლში დაბრუნდეთ, ჩვენ გვინდა, რომ ცხინვალში ჩავიდეთ და მშვიდად ვიცხოვროთ, ჩვენს სამშობლოში. ჩვენ გვინდა, რომ ინვესტიციები მოვიძიოთ, სამუშაო ადგილები შევქმნათ.

რა იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი? პირველი, დავამარცხოთ მონოპოლიები და დავუწიოთ ფასებს. მეორე შემოვიყვანოთ ამერიკული და ევროპული კომპანიები და შევქმნათ მაღალანაზღაურებადი ღირსეული სამუშაო ადგილები, რომ თითოეულ ოჯახში შემოსავალი მინიმუმ 2000 ევრო იყოს.

მეორე ის, რომ პენსიონერებს გავუზარდოთ პენსია და მინიმუმ 500-ს ევროს შეადგენდეს. ასევე გავუნულოთ საპენსიო სესხები. კასპს დღემდე აწუხებს ცემენტის გამონაბოლქვი, სიმსივნით დაავადება როგორი მომატებულია ქალაქში და რა უნდა ამას? ამ ყველაფერს სჭირდება ზრუნვა.

ახლა ქალბატონი მეუბნებოდა, რომ საქართველო ყოველთვის ძლიერი იყო ერთიანობით. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იმარჯვებს, როცა ერთად ვდგავართ. როცა გათითოკაცებული ვართ, მტერი ძლიერია და ადვილად გვამარცხებს.

ერთ მუშტად შეკრულ და ძლიერ საქართველოს გაუმარჯოს, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს."- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია