ირაკლი კობახიძე - მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, რატომ აღიარა თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის დაწყება, რატომ მოაწერა ხელი დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც, ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა - დანაშაული უნდა იყოს გამოძიებული

მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, რატომ აღიარა თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის დაწყება, რატომ მოაწერა ხელი დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც, ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს 2008 წლის ომის გამოძიებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გამოძიება არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მომავალში ასეთი დანაშაული ვეღარავინ ჩაიდინოს.

„მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რატომ აღიარა თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის დაწყება. რატომ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, რატომ მოაწერა ხელი ტალიავინის დასკვნას, რომელიც ევროკავშირის დაკვეთით მომზადდა, რატომ მოაწერა ხელი დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც, ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა. ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი. ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი პროცესი, პროცედურები, რომლებიც აუცილებლად წარიმართება. ამ დანაშაულს არ შეიძლება, რომ არ გაეცეს პასუხი, დანაშაული უნდა იყოს გამოძიებული და დანაშაულზე საჭიროა შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, პრევენციის მიზნით. თქვენ იცით, რომ ამ ადამიანებმა არა მარტო 2008 წელს მიიყვანეს ქვეყანა ომამდე, არამედ ისინი ცდილობდნენ, რომ ასევე გასული 2 წლის მანძილზე მიეყვანათ საქართველო ომამდე, მეორე ფრონტამდე. იყო მათი პირდაპირი მოწოდებები ომთან დაკავშირებით, სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, იყო მოწოდებები მებრძოლი მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით. ანუ, ეს ადამიანები მთელი ამ 2 წლის მანძილზე ცდილობდნენ იგივეს, რაც გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას 2008 წელს. ამ უმძიმესი დანაშაულის გამოძიება, ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მომავალში ასეთი დანაშაული ვეღარავინ ჩაიდინოს,“- განაცხადა პრემიერმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება