„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” -  „ქართული ოცნების" კასპის მაღალჩინოსანი, ყოფილი მერი, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” აგრძელებს შეხვედრებს, კასპში მოსახლეობას შეხვედრის პარალელურად, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ კასპში შემოუერთდა, ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსანი და კასპის ყოფილი მერი მანუჩარ მერაბაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

„შევალთ თითოეულ ოჯახში, სადაც სათქმელი იქნება ის, რომ უპირველესი არის სახელმწიფო ინტერესები და არა ერთი რომელიმე კონკრეტული პარტიის ინტერესები. ჩვენ ყველანი ვალდებულები ვართ ჯერ ვიყოთ საქართველოს სამსახურში, სამშობლოს ვემსახუროთ, ის ინტერესები გავატაროთ და შემდგომ ვიყოთ თითოეული პარტიის ინტერესების გამტარებლები, როცა ადამიანები საუბრობენ,იმაზე, რომ რაღაც ნაბიჯს რომ გადადგამ, რაღაც უხერხულობას ქმნის, ჩემთვის არის მარტივად გადასაწყვეტი , თითოეული ნაბიჯი, გამომდინარე იქიდან, რომ თუ ადამიანს არ გიცხოვრია ისე, რომ რაიმეს შეგრცხვეს შენს განვლილ ცხოვრებაში და დისკომფორტს ეს არ შეგიქმნის , შეგიძლია მიხვიდე ყველგან და გამოხატო შენი აზრი იმასთან დაკავშირებით თუ ეს სჭირდება შენს სამშობლოს. მადლობა ნდობისთვის, თითოეულ თქვენგანს, ბატონ გიორგის, ბატონ ბადრის და მე ჩემი ცხოვრების წესით,ჩემი მოქმედებით და იმ 26 ოქტომბრის გამარჯვებით დაგარწმუნებთ თითოეულ თქვენგანს,რომ შეგვიძლია მოვიპოვოთ ერთიანობით ის გამარჯვება, რასაც ყველა ელოდება და ჩემი სათქმელიც ის არის, რომ არავითარი კოალიციური მეორე მესამე ადგილი და ა.შ. ჩვენ გავალთ პირველ ადგილზე, ჩვენ თუ ვირწმუნებთ იმას, რომ შეგვიძლია პირველ ადგილზე გასვლა, მერწმუნეთ, რომ ეს არის მისაღწევი ჩვენთვის. მადლობა და წარმატებები თითოეულ თქვენგანს", - განაცხადა მანუჩარ მერაბაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე