ირაკლი ფავლენიშვილი - გპირდებით და ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი არის, რომ შიდა ქართლი გახდეს უმდიდრესი და ძალიან განვითარებული მხარე საქართველოში

გპირდებით და ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი არის, რომ შიდა ქართლი გახდეს უმდიდრესი და ძალიან განვითარებული მხარე საქართველოში და ეს ასე აუცილებლად იქნება. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ იმ ტერიტორიებს, რომელიც ძალით წაგვართვეს, აუცილებლად დავბრუნდებით ერედვში, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა

როგორც ფავლენიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, ქართული ოჯახები არ უნდა იყვნენ განწირულნი სიღარიბისთვის.

„მე ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ამ მხარის ტკივილი, შიდა ქართლის ტკივილი. სინამდვილეში, შიდა ქართლი არის სიმდიდრის წყარო იმიტომ, რომ ჩვენთან არის ვენახები, ჩვენთან არის ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება დასახელდეს, რაც საჭირო არის კეთილდღეობისთვის, მდიდარი ოჯახისთვის. კასპი არ არის განწირული იმისთვის, რომ წყლის მიწოდება ხდებოდეს გრაფიკის მიხედვით, კასპი არ არის განწირული იმისთვის, რომ იყოს ეკოლოგიური კატასტროფა. მე გპირდებით და ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი არის, რომ შიდა ქართლი გახდეს უმდიდრესი და განვითარებული მხარე საქართველოში და ეს ასე აუცილებლად იქნება. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ იმ ტერიტორიებს, რომელიც ძალით წაგვართვეს, აუცილებლად დავბრუნდებით ერედვში, აუცილებლად დავბრუნდებით სხვა შიდა ქართლის ტერიტორიებზე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ 500-ევრო პენსიონერს, 2000- ევრო თითოეულ ქართულ ოჯახს. ევროპის მასშტაბით როდესაც სხვა ოჯახები ცხოვრობენ კეთილდღეობაში და სიმდიდრეში, ქართული ოჯახები არ უნდა იყვნენ განწირულნი სიღარიბისთვის. ჩვენი რეფორმების, ევროკავშირში წევრობის შედეგად ეს ყველაფერი იქნება აღსრულებადი. არც წყალი იქნება გრაფიკით, არც კასპის ცემენტის ქარხნის გამო იქნება ეკოლოგიური კატასტროფა, არც ხალხი წავა ქვეყნიდან და ჩვენ ერთად ავაშენებთ ძლიერ სახელმწიფოს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი