თინა ბოკუჩავა - გორში ჯერ კიდევ 2012 წელს იყო უამრავი გეგმა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ კარგად ვხედავთ, რომ ივანიშვილის 12 - წლიანმა მმართველობამ მხოლოდ სიღარიბე და უპერსპექტივობა მოუტანა ხალხს

გორში ჯერ კიდევ 2012 წელს იყო უამრავი გეგმა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, მათ შორის გორის უნივერსიტეტის რეაბილიტაცია, მშენებლობა, მათ შორის გორის ციხის რეაბილიტაცია, რომელსაც ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, მაგრამ კარგად ვხედავთ, რომ ივანიშვილის 12 - წლიანმა მმართველობამ მხოლოდ სიღარიბე და უპერსპექტივობა მოუტანა ხალხს და ქვეყანას,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „უძრაობა ერთიანობით უნდა დავასრულოთ, რისი შესაძლებლობაც 26 ოქტომბერს გვაქვს“.

„მიხარია, რომ ვარ აქ, თქვენთან ერთად გორში. მე ძალიან მაგარი ბებია მყავდა მეჯვრისხევიდან და მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად ვგრძნობ, რომ მშობლიურ მხარეში ვარ, როდესაც ვარ აქ, თქვენთან. ყველგან, სადაც ჩავდივართ, გვხვდება ძალიან რთული მდგომარეობა. გუშინ ვიყავით წყალტუბოში, იმერეთში, მანამდე ვიყავით კახეთში, აჭარაში, მაღალმთიან აჭარაში, სადაც მისასვლელი გზა კატასტროფულ მდგომარეობაშია. ყველგან ადამიანები გვესაუბრებიან სიღარიბეზე, გაჭირვებაზე, უმუშევრობაზე, უპერსპექტივობაზე, იმაზე, რომ ახალგაზრდები გარბიან სოფლებიდან და ქალაქებიდან, რადგან არანაირი პერსპექტივა აღარ არსებობს საქართველოში მათთვის. ადამიანები ღარიბდებიან, გაჭირვებული ადამიანის ჯიბიდან იღებს მილიარდერი ივანიშვილი ფულს ისევ მხოლოდ და მხოლოდ მისთვის და მისი კლანისთვის. ეს უნდა დავასრულოთ. ჩვენს ქვეყანაში უნდა მოვიტანოთ განვითარება, უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური განვითარება, სამუშო ადგილები, ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა, ახალგაზრდები უნდა რჩებოდნენ საქართველოში. ის ვინც წასულია უნდა დავაბრუნოთ საქართველოში, უნდა გავამთლიანოთ ოჯახები, რომლებიც ახლა გახლეჩილია და ბავშვები უდედოდ იზრდებიან.

გორში ჯერ კიდევ 2012 წელს იყო უამრავი გეგმა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, მათ შორის გორის უნივერსიტეტის რეაბილიტაცია, მშენებლობა, მათ შორის გორის ციხის რეაბილიტაცია, რომელსაც ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. ასევე უნივერსიტეტის რეაბილიტაცია, დამატებითი ლაბორატორიების, დამატებითი შენობების აშენება, რადგან განათლება არის მთავარი ფუნდამენტი საზოგადოებისთვის. შეუძლებელია, რომ არ იყოს განათლებული ახალგაზრდობა, არ გვქონდეს ის განათლების სისტემა, რომელიც შემდეგ კონკურენტუნარიანს გაგვხდის ჩვენ და ჩვენს ახალგაზრდებს გლობალურ ბაზარზე, რათა ჩვენ მივაღწიოთ წარმატებას. დღეს საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით ქართველ ახალგაზრდებს არ აქვთ სამწუხაროდ კარგი მონაცემები, 66 ქვეყნიდან, მე-60 ადგილზე არიან წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაში. მეცნიერებაში, მათემატიკაში კიდევ უფრო ცუდი შედეგია და რატომ? ჩვენი ახალგაზრდები ჭკვიანები არ არიან? პირიქით, ყველაზე ჭკვიანები არიან უდიდესი შესაძლებლობებით, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი გამდიდრებით არის დაკავებული და არ ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ განვითარდეს განათლების სისტემა. ეს უძრაობა ჩვენ ჩვენი ერთიანობით უნდა დავასრულოთ, ამის შესაძლებლობა გვაქვს 26 ოქტომბერს. 26 ოქტომბერი არის შანსი ცვლილებებისთვის, ერთიანობით გამარჯვებისთვის, ევროპული მომავლის დაბრუნებისთვის და სიღარიბის დამარცხებისთვის.

ყველგან სადაც ჩავდივარ ყველა კითხულობს, თუ როგორ არის მიშა. მიშა არის ძალიან მაგრად, ბრძოლის განწყობაზე. მიშამ ზუსტად იცის, რომ 26 ოქტომბერს ისიც თავისუფალი იქნება და ქვეყანაც. თავისუფლება ჩვენს ქვეყანას, თავისუფლება მიშას! გამარჯვება თითოეულ თქვენგანს და ჩვენს ქვეყანას 26 ოქტომბერს. მჯერა, რომ ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა