მამუკა მდინარაძე ნიკა მელიაზე თავდასხმაზე - თუ მათ წინააღმდეგ ხელს გავიქნევთ, ხელს შევუწყობთ, რომ პოლიტიკურად გაცოცხლდნენ - ყველას ვთხოვ, ნუ გააკეთებენ „ნაცების“ საქმეს და მათ წინააღმდეგ ხელის ქნევას თავი დაანებონ

თუ მათ წინააღმდეგ ხელს გავიქნევთ, ხელს შევუწყობთ, რომ პოლიტიკურად გაცოცხლდნენ. „ნაცებზე“ მეტად ეს ყველაფერი არავის აწყობს, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ კოალიცია „ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტი.

მდინარაძე „ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და მხარდაჭერებს მოუწოდებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ „ხელის ქნევას თავი დაანებონ“ იმიტომ, რომ ეს მათ წისქვილზე ასხამს წყალს.

„მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, არა მხოლოდ ჩვენი აქტივისტების წარმომადგენლებს და მომხრეებს, ნებისმიერს, თქვენი ყველა ხელის გაქნევა „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე ლიდერის თუ წარმომადგენლის წინააღმდეგ, ემსახურება „ნაცების“ საქმეს. შეიძლება, ვიღაც გულწრფელად იყოს გაბრაზებული და ასე მოქმედებდეს, არ ვიცი ამ შემთხვევაში ამასაც გამოკვლევა სჭირდება. რაც არ უნდა ნეგატიური ემოცია გამოძრავებდეთ, რაც არ უნდა გამწარებული იყოთ, თუკი მათ წინააღმდეგ ხელს გაიქნევთ, ეს აუცილებლად მათ გამოადგებათ, როგორც ახლა გამოადგათ. საერთოდ ჩამკვდრები იყვნენ, არაფერი ხდებოდა, დაბოდიალობდნენ წინ და უკან, ყველა მათგანი, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობაც“ ცდილობს 5-პროცენტიან ბარიერს რაღაცნაირად მიუახლოვდეს. მეტი მიზანი მათ არ გააჩნიათ. თუ მათ წინააღმდეგ ხელს გავიქნევთ, ხელს შევუწყობთ, რომ პოლიტიკურად გაცოცხლდნენ. „ნაცებზე“ მეტად ეს ყველაფერი არავის აწყობს.

თუ გუშინ და გუშინწინ პარლამენტში მიპარვით გაქნეული ხელი (მე შემიძლია ამაზე ლაპარაკი) არ იყო ვაჟკაცური საქციელი და ყველას მხრიდან არაკაცურად შეფასდა, ახლა მთლად ვაჟკაცური საქციელი ვერ გამოდგება, ამიტომ ყველას ვთხოვ ნუ გააკეთებენ „ნაცების“ საქმეს და მათ წინააღმდეგ ხელის ქნევას თავი დაანებონ იმიტომ, რომ არაფერი უფრო მეტად მათ წისქვილზე წყალს არ დაასხამს, ვიდრე ეს მოქმედება“,- განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ნიკა მელიაზე თავდასხმას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

„რაც შეეხება რეაგირებას, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. დეტალურად არის გამოსაკვლევი, არის თუ არა ვინმესთან რამე კონტაქტი. რაღაც ინფორმაციები არსებობს, რაზეც ხვალ და ზეგ უფრო თამამად ვილაპარაკებ. რაღაც კონკრეტული ინფორმაციები მეც მაქვს, მაგრამ ხვალ და ზეგ უფრო თამამად ვილაპარაკოთ. ჯერ თავად „ნაცებმა თქვან“, რამე კონტაქტი ხომ არ არსებობს, რამე ბმა ხომ არ არსებობს, რამე ხომ არ ხდება და შემთხვევით არის თუ არა ეს ყველაფერი. იმ ახალგაზრდა კაცს, რაც ჩაიდინა იმაზე მეტი არ მინდა რამე დავაბრალო, ჯერ გავარკვიო და მერე ვილაპარაკებ ამაზე“,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ნიკა მელიას თავს სამტრედიაში დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ნიკა მელია სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს, მედიასთან კომენტარს აკეთებდა. ნიკა მელიას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება