კახა კალაძე პრეზიდენტის მოხალისე დამკვირვებლის კამპანიაში ჩართვის შესახებ კითხვაზე - ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია

„კოლექტიური ნაცმოძრაობა“, სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით, არის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც თავიდანვე მარცხისთვის არის განწირული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოხალისე დამკვირვებლის კამპანიაში ჩართვის შესახებ კითხვას უპასუხა.

კახა კალაძის თქმით, ქვეყნის მოსახლეობა ამ რადიკალურ დაჯგუფებას პასუხს საპარლამენტო არჩევნებზე გასცემს.

„ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია. წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი ფაქტები ყოველთვის ხდება. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით, არის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც თავიდანვე მარცხისთვის არის განწირული.

საქართველოში რადიკალიზმი ვერასდროს გაიმარჯვებს. ვერ გაიმარჯვებენ ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგებიან. ვერ გაიმარჯვებს ვერცერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც მომხრეა, რომ ქვეყანაში გაჩაღდეს ომი სხვა ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით, რომელსაც ქვეყანაში ბომბების ცვენა ურჩევნია, ან სანქციებისთვის შეერთება და საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის დაზიანება უნდა. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ამ დაჯგუფებას, რომელიც გარედან იმართება, შესაბამის პასუხს საპარლამენტო არჩევნებზე გასცემს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს