ირაკლი ჩიქოვანი - დღეს ჩვენი თავდადებული ბრძოლა ქვეყნის უანგარო სამსახურია, სწორი პოლიტიკა და სტრატეგიაა, რითაც შევძლებთ შევინარჩუნოთ მშვიდობა და გავაძლიეროთ საქართველო

დღეს ჩვენი თავდადებული ბრძოლა ქვეყნის უანგარო სამსახურია, სწორი პოლიტიკა და სტრატეგიაა, რითაც შევძლებთ შევინარჩუნოთ მშვიდობა და გავაძლიეროთ საქართველო, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „დიდგორობის" სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას დღესასწაული მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას დიდგორის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების სამხედრო-პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს იყო საქართველოს ისტორიაში უდიდესი სამხედრო-პოლიტიკური წარმატება, რომელმაც საფუძველი დაუდო ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას და ჩვენი ისტორიის ოქროს ხანას. დიდგორის ბრძოლა ქართველი კაცის სიმამაცის, სამხედრო ნიჭიერების, სამშობლოსთვის თავგანწირვისა და უდიდესი რწმენის გამოხატულებაა. ჩვენი ქვეყნისთვის დიდგორის ბრძოლა არა მხოლოდ სამხედრო წარმატება, არამედ მრავალწლიანი გონივრული პოლიტიკის ლოგიკური შედეგია, რომელიც დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის მიერ ქვეყნის ეტაპობრივი გაძლიერებისკენ იყო მიმართული“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა და აღნიშნა, რომ დიდგორის ბრძოლის - „ძლევაი საკვირველის“ მთავარი საფუძველი ეროვნული კონსოლიდაცია, გონივრული საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ქართული ჯარისა და ეკონომიკის განვითარება იყო.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ გამარჯვებისთვის აუცილებელია ქვეყნის მუდმივ გაძლიერებაზე მიმართული, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკა, ეროვნული და ქრისტიანული ღირებულების განმტკიცება და საზოგადოების სრული კონსოლიდაცია.

„დღეს ჩვენი თავდადებული ბრძოლა ქვეყნის უანგარო სამსახურია, სწორი პოლიტიკა და სტრატეგიაა, რითაც ჩვენ შევძლებთ შევინარჩუნოთ მშვიდობა და გავაძლიეროთ საქართველო, ავაშენოთ ძლიერი, ხანგრძლივ მშვიდობაზე ორიენტირებული სახელმწიფო, რაც ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს