კახა კალაძე „დემოკრატიის ფესტივალზე“ - პირდაპირ უცხოეთიდან კონკრეტული პოლიტიკური პარტიების კამპანია ფინანსდება

როგორც წარმოგიდგენიათ, ვთქვათ, იტალიაში არჩევნები იმართებოდეს და უცხო ქვეყნიდან ხდებოდა ოპოზიციური სპექტრის დაფინანსება. ხომ წარმოუდგენელია? შესაბამისად, ამას აუცილებლად უნდა მოყვეს რეაგირება და გაირკვეს, რასთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „დემოკრატიის ფესტივალზე“ საუბრისას განაცხადა.

როგორც მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ხელისუფლების მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, მათ შორის, ამგვარი ფაქტების პრევენციას ისახავს მიზნად.

„ეს არის სამწუხარო რეალობა. ეს დღეს „დემოკრატიის ფესტივალით“ იფუთება, რეალურად კი პირდაპირი ჩარევაა საარჩევნო კამპანიაში. პირდაპირ უცხოეთიდან კონკრეტული პოლიტიკური პარტიების კამპანია ფინანსდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია, წარმოუდგენელია. როგორც წარმოგიდგენიათ, თქვათ, იტალიაში არჩევნები იმართებოდეს და უცხო ქვეყნიდან ხდებოდა ოპოზიციური სპექტრის დაფინანსება. ხომ წარმოუდგენელია? შესაბამისად, ამას აუცილებლად უნდა მოყვეს რეაგირება და გაირკვეს, რასთან გვაქვს საქმე. სხვათა შორის, კანონი, რომელიც მივიღეთ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ზუსტად არის დამზღვევი, რომ ასეთი კონკრეტული ფაქტების წინაშე არ აღმოჩნდეს არც ხელისუფლება და არც საელჩო, რომ არ მოუწიოს თავის მართლება. ხომ გახსოვთ, როდესაც რევოლუციურ სცენარს აფინანსებდნენ, რა გვითხრეს? რომ ეს დაფინანსება გამოყოფილი იყო მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლების ტრენინგისთვისო, რეალურად კი იქ საუბრები მიდიოდა რევოლუციურ სცენარზე, აკერმანის სახელმძღვანელოს განხილვა მიდიოდა პირდაპირ უცხოეთიდან დაფინანსებული თანხით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს