კოალიციას „ძლიერი საქართველო" კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია უერთდება

„ძლიერი საქართველო" ძლიერდება! - „ლელოს“, „ანა დოლიძე ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედნის“ ოპოზიციურ გაერთიანებას, კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია უერთდება, - ამის შესახებ ნათქვამია კოალიცია „ძლიერი საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაერთიანების ოფიციალური ღონისძიება დღეს, 21:00 საათზე, გუდიაშვილის სკვერში გაიმართება.

არსებული ინფორმაციით, კოალიციას შეუერთდება ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეები“.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია