მამუკა მდინარაძე - ხედავთ, „ნაცმოძრაობა“ როგორ ფორმალურად ატარებს საარჩევნო კამპანიას, იმიტომ, რომ გამარჯვების შანსი არ აქვს 5 ნომერს, დანარჩენები ებღაუჭებიან 5-პროცენტიან ბარიერს და იქამდეც ვერ მიდიან, ე.ი. სჭირდებათ დიდი პროვოკაცია, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ ყველანაირად

თუ აკვირდებით, ყველა ეს აგენტურული პარტია, მოვალეობის მოხდის მიზნით დადიან და შეხვედრებს ატარებენ. დიდი საარჩევნო აქტივობები არ აქვთ, ბილბორდებიც არ გამოუკრავთ. ეს მიგვანიშნებს, რომ შეიძლება იგეგმებოდეს გარკვეული პროვოკაციები და ამაზე არ უნდა წამოვეგოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, სწორედ „ნაცმოძრაობას“ და მის დანამატ პარტიებს აწყობთ პროვოკაცია და მსხვერპლი, რისი საშუალებაც სახელმწიფომ და ქართულმა საზოგადოებამ მათ არ უნდა მისცეს.

მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო კამპანიასაც ფორმალურად ატარებს, ვინაიდან იციან, რომ გამარჯვების შანსი არ აქვთ, ხოლო ის 2-3 პროცენტიანი პარტიები, რომლებიც, რეალურად, „ნაცმოძრაობის“ დანამატს წარმოადგენენ, 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვისთვის იბრძვიან, რასაც ვერ აღწევენ.

„ყველას მოვუწოდებ, ეს ხელის ქნევები დავამთავროთ, გავჩერდეთ. რაც არ უნდა გამწარებულები ვიყოთ, რაც არ უნდა გაბრაზებულები ვიყოთ, რაც არ უნდა მათი დანაშაულები გვახსოვდეს, მათ წისქვილზე დაასხამს წყალს. მათ უნდათ პროვოკაცია, მათ სჭირდებათ მსხვერპლი, პროვოკაციული გეგმა და დარწმუნებული ვარ, რაღაც მსგავსს აუცილებლად იკადრებენ და ამასაც არ ვამბობ შემთხვევით; და ამის საშუალებას, ყველას ვთხოვ, ნუ მივცემთ „ნაცმოძრაობას“.

არანაირი პარტიები არ არსებობს. ყველა ის პარტია, რომელიც დღეს რეიტინგებში 2 და 3 პროცენტს ინარჩუნებს, არის „ნაცმოძრაობის“, ანუ აგენტურის დანამატი, მათი საერთო მიზნებიდან გამომდინარე. „ნაცმოძრაობა“ როგორ ფორმალურად ატარებს საარჩევნო კამპანიას, კი ხედავთ და რატომ? - იმიტომ, რომ გამარჯვების შანსი არ აქვს 5 ნომერს და დანარჩენები წვალობენ და ებღაუჭებიან 5-პროცენტიან ბარიერს და იქამდეც ვერ მიდიან. ე.ი. მათ სჭირდებათ რაღაც დიდი პროვოკაცია, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ ყველანაირად, სახელმწიფოებრივადაც და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და საზოგადოებაც უნდა იყოს მზად, რომ მათ პროვოკაციებს არ აჰყვეს და არანაირი პროვოკაციის დაშვება არ მოვახდინოთ.

ახლა, სახელმწიფოს და ქართულ საზოგადოებას სჭირდება ამ დაშვების გამორიცხვა, რომ მათ ვერ შეძლონ, არ უნდა დავუშვათ, რომ მათ შეძლონ რაიმე პროვოკაცია, რომ ეს ქვეყანა ფიზიკურადაც და სულიერადაც გადარჩეს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის