„კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ონის ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ონის ოფისი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

ოფისის გახსნაზე ნიკა მელიამ ხაზი გაუსვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა და ონის მოსახლეობას გააცნო “კოალიცია ცვლილების” ხედვები, როგორ უნდა გადაიჭრას ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები.

“წელს არის უნიკალური შანსი ბევრი მიზეზის გამო, ეს არის არჩევანი, როდესაც კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ სახელმწიფო ვერ გადაიქცევა რუსეთის დანამატად. “ქართული ოცნება” ახლა გამოიყურება, სუსტად, რადგან ძლიერი არ ცდილობს გააღვივოს ზიზღი, წაახალისოს აგრესია. მეც ვინერვიულებდი ივანიშვილის ადგილას, რადგან მათ ხელისულების დათმობა მოუწევთ. პირველად ხდება, რომ მომდევნო ხელისუფლება იქნება კოალიციური, ვერცერთი პარტია და მითუმეტეს ერთი ადამიანი ვერ ჩაიგდებს მართვის სადავეებს ხელში. ეს არის არჩევანი, როდესაც ჩვენ უნდა ავირჩიოთ ევროკავშირი. დღეს, თბილისში, ისტორიულ მინიმუმზეა “ქართული ოცნების” მხარდაჭერა - 21%-ია. ჩვენ გვესმის ონის სპეციფიკა, ჩვენ ვიცით როგორ უნდა იცხოვრონ ონში მოქალაქეებმა ბედნიერად, ამისთვის კი საჭიროა ცვლილებები და კოალიციური მმართველობა”, - განაცხადა მელიამ.

დღეს, 12 აგვისტოს, „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ რაჭა-ლეჩხუმის მასშტაბით საარჩევნო ოფისებს ხსნის.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე