ცოტნე ანანიძე - პარტნიორებს შორის ხშირად არის დებატები, მაგრამ ეს შედეგებს ვერ შეცვლის - კანდიდატის სტატუსი ამის მაგალითია, ევროინტეგრაცია საკვანძო საკითხია, რაც გადახედვას არ ექვემდებარება

პარტნიორებს შორის ხშირად არის დებატები, მაგრამ ეს შედეგებს ვერ შეცვლის, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებს.

ანანიძის შეფასებით, ცალკეულ პოლიტიკოსთა თუ სენატორთა აზრი ვერ შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

„პარტნიორებს შორის ხშირად არის დებატები, მაგრამ ეს შედეგებს ვერ შეცვლის - კანდიდატის სტატუსი ამის მაგალითია. ევროინტეგრაცია საკვანძო საკითხია, რაც გადახედვას არ ექვემდებარება.

ეროვნულ-პრაგმატული პოლიტიკის გამო, საქართველოს ჰქონდა და ახლაც აქვს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსებთან, რასაც ოპოზიცია იყენებს შიდა დაპირისპირებისთვის, თუმცა ცალკეულ პოლიტიკოსთა თუ სენატორთა აზრი ვერ შეაფერხებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს“, - აღნიშნულია ცოტნე ანანიძის განცხადებაში, რომელსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს