გიორგი ვაშაძე - შინდისის გმირების ქმედება იქნება ერთიანი საქართველოს ძლიერების ფუნდამენტი

პატივი მივაგეთ შინდისის გმირებს, დღეს არის დიდგორობა, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს, რომელიც არის გმირების დღე, გამარჯვების დღე, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ისეთ გმირობასა და პატრიოტიზმზე შენდება სახელმწიფო, როგორებიც შინდისის ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლები იყვნენ.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ შინდისის გმირების ქმედება იქნება ფუნდამენტი ერთიანი საქართველოს ძლიერების. სულ მალე გვექნება ტერიტორიული მთლიანობა, ვიცხოვრებთ ბედნიერ, კეთილ, ერთიან საქართველოში და ღირსეულად ყოველთვის დიდ პატივს მივაგებთ გმირებს. იმიტომ, რომ სწორედ ასეთი გმირობის, ასეთი პატრიოტიზმის ხარჯზე შენდება, ნამდვილი, პატრიოტული სახელმწიფო", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს