ვედანტ პატელი - ღრმად შეშფოთებულები ვართ ცნობებით, რომ ირანი რუსეთისთვის ასობით ბალისტიკური რაკეტის მიწოდებას გეგმავს - შესაძლო საპასუხო ზომებზე მოკავშირეებთან კომუნიკაციას ვაგრძელებთ

ღრმად შეშფოთებულები ვართ ცნობებით იმის შესახებ, რომ ირანი რუსეთისთვის ასობით ბალისტიკური რაკეტის მიწოდებას გეგმავს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ცნობებით იმის შესახებ, რომ ირანი რუსეთისთვის ასობით ბალისტიკური რაკეტის მიწოდებას გეგმავს. ჩვენ შესაძლო საპასუხო ზომების შესახებ ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან კომუნიკაციას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ვედანტ პატელმა.

ვედანტ პატელმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ აშშ რუსეთსა და ირანს შორის უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებდა.

„ეს პარტნიორობა ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და ასახავს იმას, თუ როგორ აღწევს ირანის დესტაბილიზაციური გავლენა არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთს, არამედ მთელ მსოფლიოს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ.

ცნობისთვის, ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სააგენტო Reuters-მა გაავრცელა. ამასთან, სააგენტოს ცნობით, ათობით რუსი სამხედრო მოსამსახურე ირანში ბალისტიკური რაკეტების სისტემების გამოყენებას სწავლობს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!