ბათუმში უხვი ნალექის შედეგად ქუჩები დაიტბორა

ბათუმში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გარკვეული შეფერხებები გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

დაიტბორა ქუჩები, ასევე, დატბორილია რამდენიმე მისამართზე საცხოვრებელი სახლების სარდაფებიც.

"ასევე გართულებული იყო სატრანსპორტო მოძრაობა.

ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების მიერ ინტენსიურად, ამ დრომდე იწმინდება სანიაღვრე ჭები და ზღვაში გამსვლელი არხები. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია.

საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ადგილზე იმყოფება ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე