ჯონ კირბი კურსკში განვითარებულ მოვლენებზე - თუ პუტინს ომი არ მოსწონს, თუ დისკომფორტს უქმნის, შეუძლია უბრალოდ გამოვიდეს უკრაინიდან და შეწყვიტოს ის

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეუძლია შეაჩეროს ომი უკრაინის წინააღმდეგ, თუ მას ის არ მოსწონს და დისკომფორტს უქმნის.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, რუსი ოფიციალური პირების ბოლოდროინდელი განცხადებები იმის შესახებ, რომ კურსკის ოლქში შესვლა კოორდინირებულია დასავლეთის მიერ არის პუტინის პროპაგანდის სასაცილო ნაწილი, რომელსაც ის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული ებღაუჭება.

„ერთადერთი, ვინც უკრაინასთან ომშია, რუსები არიან. ისინი შეიჭრნენ უკრაინაში და უკრაინა იცავს თავს აგრესიისგან. ეს არის რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ - არც მეტი, არც ნაკლები და ასე იყო თავიდანვე. ეს არის პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ და თუ მას ეს არ მოსწონს, თუ ეს მას დისკომფორტს უქმნის, მაშინ არსებობს მარტივი გამოსავალი: შეუძლია უბრალოდ გამოვიდეს უკრაინიდან და შეწყვიტოს ის“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

შეგახსენებთ, გასული კვირის დასაწყისიდან უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ოპერაციას ახორციელებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის თქმით, ამ დროისთვის ისინი რუსეთის დაახლოებით 1 000 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიის აკონტროლებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს