გაერთიანებული სამეფოს პრემიერი ირანს ისრაელზე თავდასხმისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ირანის ახალ პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს ტელეფონით ესაუბრა და ისრაელზე თავდასხმისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, - ინფორმაციას BBC-ი დაუნინგ სთრითზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პრემიერ-მინისტრმა მასუდ ფეზეშქიანს უთხრა, რომ არსებობს არასწორი გათვლის სერიოზული რისკი და ახლა მშვიდად და ფრთხილად განხილვის დროა", - აღნიშნულია დაუნინგ სთრითის განცხადებაში.

მანამდე, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებმა ირანს მოუწოდეს, ისრაელზე სამხედრო თავდასხმის მუქარა შეწყვიტოს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა