ზუგდიდში, ხანძარს გადარჩენილი და-ძმის მდგომარეობა სტაბილურია

ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს გადარჩენილი და-ძმის მდგომარეობა სტაბილურია.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, სულხან ორჟონიას განცხადებით, არასრულწლოვნებს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„პაციენტებს ჩაუტარდათ შესაბამისი მკურნალობა. ორივეს მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. არასრულწლოვნები მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნებით შემოიყვანეს ჩვენს სამედიცინო დაწესებულებაში. ბავშვების საავადმყოფოში დაფიქსირებისთანავე, შეტყობინება გაიგზავნა შესაბამის უწყებებში და შესაბამისი სამსახურები იმყოფებოდნენ კლინიკაში”, - აღნიშნა სულხან ორჟონიამ.

ცნობისთვის, ბუკიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩენილ ხანძარს 6 წლის ტყუპები ემსხვერპლნენ. ხანძრის დროს ბინაში მყოფი უფროსი და-ძმის გადარჩენა კი , მოხერხდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს