სილქნეტი იმერეთში მობილური ინტერნეტის სიჩქარით ლიდერობს

სილქნეტის აბონენტები ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტით სარგებლობენ, როგორც ქალაქ ქუთაისში, ისე მთლიანად იმერეთის რეგიონში. კომუნიკაციების კომისიამ, ივლისის განმავლობაში, მობილური ოპერატორების ქსელის ხარისხის მონიტორინგი რეგიონის მასშტაბით ჩაატარა. კვლევით დადგინდა, რომ:

იმერეთში მობილური ინტერნეტით გადმოწერის სიჩქარე:

სილქნეტი 50.5 მბიტ/წმ;

მაგთიკომი 28.5 მბიტ/წმ;

სელფი 9.4 მბიტ/წმ

ქუთაისში მობილური ინტერნეტით გადმოწერის სიჩქარე:

სილქნეტი 50.0 მბიტ/წმ;

მაგთიკომი 35.9 მბიტ/წმ;

სელფი 10.5 მბიტ/წმ

სილქნეტის უპირატესობა გამოვლინდა მობილური ინტერნეტით ატვირთვის სიჩქარეზეც, ქუთაისშიც (23,8 მბიტ/წმ) და მთლიანად რეგიონში (17.2 მბიტ/წმ).

2024 წლის დასაწყისიდან, კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით 25-მდე ლოკაციაზე მოაწყო ახალი საბაზო სადგურები, მათ შორის – იმერეთის ცალკეულ დასახლებულ პუნქტებში. კერძოდ, მომხმარებელი მაღალი ხარისხის სერვისს უკვე იღებს სოფლებში: დიმი (ბაღდათის რ-ნი), ჩხენიში (სამტრედიის რ-ნი), ნავენახევი და ვარდიგორა (თერჯოლის რ-ნი).

წლის ბოლომდე სილქნეტის ქსელს ახალი სადგურები დაემატება, ტექნოლოგიურად განახლდება სიხშირული ზოლი. ქუთაისში, დაფარვის გასაუმჯობესებლად, მოეწყობა ახალი მიკრო სადგურები. ასევე, იმერეთში, კიდევ რამდენიმე დასახლებულ პუნქტში ამოქმედდება საბაზო სადგურები, მათ შორის: ზოდში, ქორეთში, ბზვანსა და ქუთაისის შემოვლით ავტობანის მონაკვეთზე.

სილქნეტის ბრენდი მეორე ათეული წელია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერია. კომპანია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული, რისთვისაც მილიონობით დოლარის ინვესტიციას დებს ინფრასტრუქტურის გასაფართოებლად და უახლესი ტექნოლოგიის დასანერგად. სილქნეტის ქსელი ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს ქსელის ხარისხისა და მობილური ინტერნეტის არაერთი პარამეტრით, როგორც საქართველოს კომუნიკაციების კომისიის რეგულარული მონიტორინგის შედეგებით, ისე – საერთაშორისო ანალიტიკური პლატფორმების ანგარიშების მიხედვით.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო