„ძლიერი საქართველო“ - ადამიანების ძარცვა არის „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ხელწერა - ეს უკვე საერთაშორისოდ აღიარებული ფაქტია

ადამიანების ძარცვა არის „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ხელწერა. ეს უკვე საერთაშორისოდ აღიარებული ფაქტია. ჰელსინკის კომისიამ დაადასტურა, რომ ივანიშვილი საქართველოში ცდილობს დემოკრატიული პროცესის გაუქმებას, სწორედ კრიმინალური გზით-არალეგალური „ქოლ - ცენტრებით“ მოპოვებული სახსრებით, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების „ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები დაასრულებენ რუსული ყაიდის კრიმინალურ ხელისუფლებას და ხმას მისცემენ ევროპაში სწრაფ ინტეგრაციას, 200 000 სამუშაო ადგილს და შრომის სამართლიან ანაზღაურებას, 1000 ლარიან პენსიას.

„ადამიანების ძარცვა არის „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ხელწერა. ეს უკვე საერთაშორისოდ აღიარებული ფაქტია. ჰელსინკის კომისიამ დაადასტურა, რომ ივანიშვილი საქართველოში ცდილობს დემოკრატიული პროცესის გაუქმებას, სწორედ კრიმინალური გზით - არალეგალური „ქოლ-ცენტრებით“ მოპოვებული სახსრებით.

ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა რეჟიმი, რომელიც მოქმედებს საერთაშორისო კრიმინალური სინდიკატივით ჩვენთვის დიდი ხანია ნათელია. ჩვენი გაერთიანების წევრი დეპუტატები არიან ხელისმომწერნი საპარლამენტო ინიციატივისა, რომლითაც უნდა შექმნილიყო საგამოძიებო კომისია და გარკვეულიყო სიმართლე „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებით, თუმცა მმართველი პარტია ხელს აფარებს კრიმინალებს, რომლებიც მას მმართველობის მიტაცებაში ეხმარებიან. დღეს ქართველ ხალხს სჭირდება რეალური ალტერნატივა. ახალი, სუფთა წარსულის მქონე ძალა, რომელსაც არ მიუძღვის წვლილი იმ 20- წლიანი მმართველობის სისტემის შექმნაში, რომლის შედეგადაც ვკარგავთ ევროპული, ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობას.

26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები დაასრულებენ რუსული ყაიდის კრიმინალურ ხელისუფლებას და ხმას მისცემენ ევროპაში სწრაფ ინტეგრაციას, 200 000 სამუშაო ადგილს და შრომის სამართლიან ანაზღაურებას, 1000 ლარიან პენსიას.

ხმას მისცემენ ძალას რომელიც ემსახურება ქართველ ხალხს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნება“ თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა.

„სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ ქოლ-ცენტრების საქმიანობა უნდა შეაჩეროს, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ კამპანიას აფინანსებენ“, - წერს ჰელსინკის კომისია X-ზე.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო