პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ხარაგაულის ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ხარაგაულის ოფისი გაიხსნა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ინფორმაციით, ოფისის გახსნაზე ნიკა მელიამ ხარაგაულის მოსახლეობას გააცნო კოალიციის ხედვები, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები.

ამასთან, მელიამ ხაზი გაუსვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობა.

„ყოველდღე დავდივართ სოფელ-სოფელ და ცვლილებების განწყობას ვგრძნობთ. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც ცვლილება გვინდა და ორჯერ მეტნი ვართ, ვიდრე ისინი, ვისაც არაფრის შეცვლა არ უნდათ ქვეყანაში. ეს არჩევნები უნდა იქცეს წარმატების ფორმულად. საქართველო წარმატებული იქნება ევროკავშირში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კოალიცია 4-ნომერი მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ცვლილებების გზაზე. სექტემბრიდან დინამიურ კამპანიას დავიწყებთ. ყველამ უნდა იცოდეს 4-ნომერი. მიმაჩნია, რომ ოპოზიციურ პლატფორმებს შორის, თავისი შინაარსით ყველაზე პროევროპული კოალიციაა ვართ ჩვენ. თითოეულ ხმას ექნება მნიშვნელობა”, - განაცხადა მელიამ.

დღეს, 13 აგვისტოს, „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ იმერეთის მასშტაბით საარჩევნო ოფისებს ხსნის.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის