გივი მიქანაძე - ჰელსინკის კომისიის დასკვნა წინასაარჩევნო პროცესში ჩარევაა - განცხადება ოპოზიციური პარტიების მხარდასაჭერად კეთდება

ეს არის წინასაარჩევნო პროცესში ჩარევა - განცხადება კეთდება ოპოზიციური პარტიების მხარდასაჭერად,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ჰელსინკის კომისიის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, განცხადება „სრული აბსურდია“, რომელსაც მტკიცება სჭირდება.

„ჰელსინკის კომისიის დასკვნა ერთი სიტყვით, რომ შევაფასოთ, ეს არის წინასაარჩევნო პროცესში ჩარევა. მათი განცხადება, რომლის არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, რა

თქმა უნდა, ვერ იქნება მიღებული. იმიტომ, რომ განცხადება კეთდება პირდაპირ უნდა ითქვას, ოპოზიციური პარტიების მხარდასაჭერად. ამ განცხადებაში იკითხება, რომ თურმე რაღაც ქოლ-ცენტრები არსებობს, რომ თურმე იქ შავი ფულია, რომელიც ოპოზიციის საწინააღმდეგო კამპანიას ხმარდება. სრული აბსურდია! ამას აუცილებლად სჭირდება მტკიცება. ჩვენ ველოდებით, რომ მათგან კონკრეტული მტკიცებულებები იყოს წარმოდგენილი, თუმცა რაც ბუნებაში არ არსებობს, წარმოდგენილი ვერ იქნება. აქვე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, არ მახსენდება ჰელსინკის კომისიის რაიმე სახის განცხადება, იმ საერთაშორისო გამოძიებაზე, რომლითაც გერმანელმა, ქართველმა და კიდევ სხვა ქვეყნების საგამოძიებო უწყებებმა ერთობლივად ამხილეს ის დანაშაულებრივი ქსელი, რომელიც კრიმინალმა [დავით] კეზერაშვილმა განახორციელა ევროპელი პენსიონერების წინააღმდეგ.

ისევე, როგორც არ მახსენდება ჰელსინკის რაიმე ღია პოზიცია სააკაშვილის ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ არის ორმაგი სტანდარტი, არასამართლიანი მიდგომა და ფაქტების სრული დამახინჯება. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამერიკელი პარტნიორების მხრიდან გაჟღერებული თითოეული განცხადება დიდი ყურადღების ქვეშ არის ქართველი ხალხის მხრიდან, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში”,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია