ნიკა მელია ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე - მინდა მჯეროდეს, რომ სექტემბერში ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენლები რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ფინანსური სანქცია იქნება ამოქმედებული

მინდა მჯეროდეს, რომ სექტემბერში ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენლები რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ფინანსური სანქცია იქნება ამოქმედებული, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჰელსინკის კომისიის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მელიას თქმით, ფინანსური სანქციები საჭიროა საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად.

„როდესაც პოლიტიკური კავშირები გაყინულია, როდესაც დასავლური ფული გრანტებისა და ტრანშების სახით აღარ შემოდის, რადგან დარწმუნდნენ, რომ „ქართული ოცნება“ ამ ფულს ავტოკრატიის გაძლიერებას ახმარდა და არა დემოკრატიის განვითარებას, როდესაც უკვე ხელისგულზე დევს, რომ ქოლ-ცენტრების სქემა არის „ქართული ოცნების“, ამაზე ამერიკის შეერთებული შტატები საუბრობს, რა თქმა უნდა, ამ ხალხს ფინანსური სანქციები ადრე თუ გვიან არ ასცდებათ. სჯობს ადრე, ვიდრე გვიან. მინდა მჯეროდეს, რომ სექტემბერში ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენლები რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ფინანსური სანქცია იქნება ამოქმედებული. ეს საჭიროა საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად“,- განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, საერთაშორისო მეგობრებს „ქართული ოცნების“ მიმართ პოზიცია აქვთ შეცვლილი.

„ჯინ შაჰის პოზიცია აქვს შეცვლილი. 2020 წელს მას არ ეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ის, რაც დღეს არის. ეს არის მისასალმებელი, საერთაშორისო მეგობრები ქართველ ხალხს გვიჭერენ მხარს. ქვეყანაში 1-ტურიანი არჩევნებია, რომელიც არ ემსახურება ივანიშვილის ხელისუფლების ინტერესს, დანარჩენი არის ჩვენს ხელთ. კოალიციური მმართველობა ახალ პოლიტიკურ კულტურას ჩამოაყალიბებს, სადაც ვერც ერთი პოლიტიკოსი ქვეყანას თავზე ვეღარ წამოასკუპდება“,- განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს