გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობა“  საქართველოში რუსეთის შემოსვლას და ოკუპაციას ამართლებს, როგორც ტალიავინის დასკვნაზე, ისე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმოწერით

„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში რუსეთის შემოსვლას და ოკუპაციას ამართლებს, როგორც ტალიავინის დასკვნაზე ხელმოწერით, ისე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმოწერით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ არა დღევანდელი მმართველი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლა, „არავინ უწყის როგორ სამართლებრივ მდგომარეობაში იქნებოდა საქართველო“.

„პოლიტსაბჭოს განცხადება, უნდა აღინიშნოს, რომ არის ფაქტების კონსტატირება. ზუსტად ამ საკითხებთან და ფაქტებთან დაკავშირებით, რაზედაც ტალიავინმა ისაუბრა, „ნაცმოძრაობას“ ხელი აქვს მოწერილი. პრაქტიკულად, საქართველოში რუსეთის შემოსვლას და ოკუპაციას, ამართლებს, როგორც ტალიავინის დასკვნაზე ხელმოწერით, ისე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმოწერით. ეს რეალობა დადგა და მის უკან რა პროცესები იდგა, რა თქმა უნდა, გამოსაძიებელია. დამატებით, მოსაპოვებელია მასალები ამ თემაზე.

რომ არა „ქართული ოცნების“ მოსვლა ხელისუფლებაში, რომ არა სტრასბურგში და ჰააგაში ჩვენ მიერ მოგებული საქმეები, პრაქტიკულად, რა სამართლებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა საქართველო, არავინ უწყის. რამ განაპირობა ეს პროცესი? ასეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელსაც არაფერი სხვა არ ჰქვია, თუ არა მოღალატეობრივი ნაბიჯები.

ინტერვიუს შინაარსი არის ერთი, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია რუსეთის შემოყვანა საქართველოში, სააკაშვილს მიუძღვის ბრალი. ეს არის მთავარი აქცენტი და რაც გამაოგნებელია, სააკაშვილი თავადვე აწერს ამას ხელს.

გარდა ამისა, ეჭვებს იწვევს ის, თუ რა აუცილებელი იყო ტალიავინთან ინტერვიუს აღება ამ ხნის შემდგომ. რის დადასტურება სურდათ, რაც აშკარაა, რომ არ გამოუვიდათ. კიდევ უფრო გამოაშკარავდა ის შესაძლო დანაშაულები, თუ სამართლებრივად ვისაუბრებთ, რომელიც სააკაშვილმა ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინა.

რატომ გააკეთა სააკაშვილმა ისე, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია შესაძლებელი გახდა? ხომ მიდიოდა მოლაპარაკება? რატომ გადაწყვიტა, რომ არჩევნების გზით ევლო და არაკონსტიტუციური არჩევნები ჩაატარა. პუტინს რომ გადაწყვეტილი ჰქონდა [საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა], ამით საშუალება კი არ უნდა მისცე, რომ აღასრულოს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს