გია ვოლსკი - საოცრებები პოლიტიკურ ველზე ბევრი ვიხილეთ, კონკურსი რომ ჩატარდეს, ალბათ, ელისაშვილისა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანება იქნება მოწინავეთა შორის, თუ არა ჩემპიონი

კონკურსი რომ ჩატარდეს, ალბათ, ელისაშვილისა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანება იქნება მოწინავეთა შორის, თუ არა ჩემპიონი, აი, ამ აბსურდულ ვითარებათა აღწერის დროს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველოსთვის მარტივი ასარჩევია, სად არის სიყალბე და სად - სიმართლე.

„საოცრებები პოლიტიკურ ველზე ბევრი ვიხილეთ და მათ შორის, კონკურსი რომ ჩატარდეს, ალბათ, ელისაშვილისა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანება იქნება მოწინავეთა შორის, თუ არა ჩემპიონი, აი, ამ აბსურდულ ვითარებათა აღწერის დროს. ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს მარტო კი არ ლანძღავდნენ გარკვეული პოლიტიკური ნიშნით ან დაპირისპირების გამო სხვადასხვა პროგრამულ საკითხზე, პირდაპირ ბრალს სდებდნენ ერთმანეთს. მათ შორის, ალეკო ელისაშვილი ბრალს სდებდა იმასთან დაკავშირებით, რომ “თიბისი” ბანკის ხელმძღვანელობის პირობებში, მამუკა ხაზარაძე იყო ჩართული დანაშაულებრივ ქმედებებში და ხალხს „ნაცმოძრაობასთან” ერთად ძარცვავდა. ეს ინფორმაცია საკმაოდ მყარად არის საზოგადოებაში და ბევრი იძახის, რომ ქონების გადაფორმება სწორედ „თიბისი” ბანკით ხდებოდა და ამ თემაზე ალეკო ელისაშვილი ყოველთვის იყო ხისტი და პრინციპული.

ასე, რომ საქართველოს ძალიან მარტივად აქვს ასარჩევი სად არის სიყალბე, სად არის სიმართლე და რას უქადის ასეთი გაერთიანება მის მომავალს და საზოგადოებას. ეს არჩევნების დროს აშკარად გამოჩნდება, მაგრამ თვითონ სიყალბე და უტიფრობა, აი, ამ ურთიერთობის გამაოგნებელია”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება