„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლების შემდეგ, აქცია ამავე კომპანიის მოქმედმა თანამშრომლებმა გამართეს

„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლების შემდეგ, აქცია ამავე კომპანიის მოქმედმა თანამშრომლებმა გამართეს.

მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ გაფიცულმა თანამშრომლებმა, სხვა მოქმედ თანამშრომლებს უსაფრთხოდ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მისცენ.

როგორც აქციის ერთ-ერთი წევრი და მოქმედი თანამშრომელი აცხადებს, ის მენეჯერები გათავისუფლებულები არიან სამსახურიდან, რომლებიც თანამშრომლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

„დღეს ჩვენი შეკრების მიზეზი და მიზანი არის ის, რომ უბრალოდ გაფიცულმა თანამშრომლებმა, მოგვცენ იმის უფლება, რომ უსაფრთხოდ, ჩვენივე ნებით შეგვიშვან სამსახურში და ვიმუშაოთ.

რაღაც საერთო პრობლემებზე ყველა თანხმდებოდა, მაგრამ სხვადასხვა გზებით ვცდილობდით ამის მოგვარებას. ჩვენი სურვილი და გადაწყვეტილებაა აქ მუშაობა და ამაში ხელი არავინ უნდა შეგვიშალოს, მიუხედავად პრობლემებისა.

ადმინისტრაციას კვლავ "პოსტების" საშუალებით აქვს ჩვენთან კომუნიკაცია, რომელიც ყველასთვის საჯაროა. მაქსიმალურად მოუწოდებს ჩვენი ადმინისტრაცია, რომ ამ პროცესებს ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება არ მოჰყვეს და ყველაფერმა უსაფრთხოდ ჩაიაროს. ჩვენი მხრიდან აგრესია არ არის, მათი მხრიდან კი აგრესია მოდის, როდესაც თანამშრომლები შენობაში შედიან, მოუწოდებენ, რომ არ შევიდნენ.

ფაქტია, რომ კომპანიაში უსიამოვნო მდგომარეობა იყო, თუმცა ის ადამიანები გაუშვეს სამსახურიდან, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ სხვა თანამშრომლებს. რეალურად, რასაც გაფიცული თანამშრომლები ითხოვდნენ, რომ ის ადამიანები გაეშვათ სამსახურიდან, ეს დაკმაყოფილებულია. ჰიგიენას რაც შეეხება, კვირაში რამდენჯერმე ტარდება ჰიგიენური დეზინფექციები. ალბათ, ახლა გაფიცული თანამშრომლების მიზანი ხელფასების მატებაა.

ჩვენი მოთხოვნა და თხოვნაა, რომ ჩემით არჩეულ სამსახურში, რაღაცნაირად მომეცეს საშუალება, რომ შევიდე და ვიმუშაო“, - განაცხადა „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელმა თამუნა მუსერიძემ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა