თინა ბოკუჩავა - ვფიქრობ, ჰელსინკის კომისიის განცხადება არის მოსამზადებელი ფაზა მტკიცებულებების შეგროვების ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ფინანსური სანქციები აშშ-ის მხრიდან

ვფიქრობ, ჰელსინკის კომისიის განცხადება არის მოსამზადებელი ფაზა მტკიცებულებების შეგროვების ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ფინანსური სანქციები აშშ-ის მხრიდან, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჰელსინკის კომისიის განცხადებასთან დაკავშირებით.

როგორც თინა ბოკუჩავამ განმარტა, ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან მინიშნებით რუსული, თუმცა „შავი ფულის“ გამოყენება წინასაარჩევნო მიზნებისთვის.

„ჰელსინკის კომისია არის პოლიტიკური ორგანო აშშ-ის კონგრესში, რომელსაც აქვს ორპარტიული მხარდაჭერა როგორც დემოკრატებისგან, ისე რესპუბლიკელებისგან, ამიტომ ეს პოლიტიკური განცხადება უმაღლეს დონეზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიმდინარეობს კონკრეტული მტკიცებულებების შეგროვება ივანიშვილს და მისი გარემოცვის დასასანქცირებლად.

აქ საუბარია არა სავიზო შეზღუდვებზე, არამედ ფინანსურ სანქციებზე. სწორედ ამიტომ არის საუბარი ამ პოლიტიკურ განცხადებაში, რომელიც უმაღლეს დონეზე გაკეთდა აშშ-ის კონგრესის მხრიდან, რომ არსებობს ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან მინიშნებით რუსული, თუმცა „შავი ფულის“ გამოყენება წინასაარჩევნო მიზნებისთვის.

ვფიქრობ, ეს არის მოსამზადებელი ფაზა მტკიცებულებების შეგროვების, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ფინანსური სანქციები აშშ-ის მხრიდან ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში