პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროას’’ ბაღდადის ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროას’’ ბაღდადის ოფისი გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზურაბ ჯაფარიძემ ხაზი გაუსვა ისეთ პრიორიტეტულ საკითხებს, როგორებიცაა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობა, სადაც თითოეული მოქალაქისა და ემიგრანტის როლი გადამწყვეტია.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, შეძლოს ევროკავშირთან დაახლოება და კორუფციისგან გათავისუფლება, საჭიროა ცვლილებები და ივანიშვილის დამარცხება.

„მყავს სამი შვილი და არ მინდა მათ ქვეყანა დატოვონ. ორი რამ მინდა: პირველი, ქვეყანა სადაც საფრთხე რუსეთიდან არ იარსებებს, რაც უსაფრთხო ქვეყანას ნიშნავს და მეორე, საქართველო პასპორტი, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეობის დამადასტურებელი იქნება. ეს კი მოგცემს საშუალებას, წახვიდე იქ, სადაც გინდა.

ახლა გვაქვს შანსი, რომელიც აქამდე არ გვქონია, კერძოდ 5-6 წელწადში ეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის ქვეყნები იძახიან, რომ კარი ღიაა და შემოდით, უბრალოდ, ითხოვენ ელემენტარული რაღაცეების გაკეთებას: სასაამრთლო იყოს დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, სამართლიანი და თავსიუფალი არჩევნები და ქვეყანა კორუფციის გარეშე. მჯერა, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ამას წინ უდგას ერთი რამ - ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც ატარებს რუსულ ინტრერესებს. ამ ბარიერს გადავლახავთ და შესაბამისად, ჩვენ შვილებს წარმატებულ ქვეყანას ვუტოვებთ. ამ მიზნისთვის ვარ ამ კოალიციაში.

ერთადერთი, რაც გვჭირდება უნდა მივიდეთ არჩევნებზე. უცხოეთში თუ გყავთ ოჯახის წევრები, უთხარით, დადგნენ საკონსულო აღრიცხავაზე და წავდინენ არჩევნებზე”, - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

დღეს, 13 აგვისტოს, „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ იმერეთის მასშტაბით საარჩევნო ოფისებს ხსნის.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში