ირაკლი მეძმარიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, სიუ ხაიჭენგის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე ყურადღება ორი ქვეყნის სპორტული ფედერაციების ერთობლივი წვრთნების და სპორტსმენების გაცვლის, ასევე, შეკრებების ჩატარების და ანტიდოპინგური სააგენტოს საქმიანობის საკითხებს დაეთმო. მხარეები ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„შევთანხმდით სპორტის სხვადასხვა სახეობებში ერთობლივი წვრთნების ჩატარებაზე. ეს მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებითაც, რომ უახლოესი ზამთრის ოლიმპიური თამაშები სწორედ ჩინეთში ტარდება. ასევე ვისაუბრეთ საქართველოში სპორტული მედიცინის რეაბილიტაციის ცენტრის დაარსებაზე, რომელიც მთელ ამიერკავკასიას მოემსახურება და ამასთანავე, ამ ცენტრით ისარგებლებენ არამხოლოდ სპორტსმენები, არამედ ყველა სხვა ადამიანი, ვისაც რეაბილიტაცია დასჭირდება. ჩვენი თხოვნა იყო, რომ აღნიშნული ცენტრის დაარსება ჩინეთის მხარის დახმარებით და ჩართულობით მოხდეს, ვინაიდან მათ ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვთ. თავის მხრივ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დახმარება აღგვითქვა. მსურს აღვნიშნო, რომ სპორტული მედიცინის რეაბილიტაციის ცენტრის დაარსებით ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი საქმე გაკეთდება", - განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ატაშე ჩენ ჩუეიპინი.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ