ირაკლი ნადირაძე - 26 ოქტომბრიდან გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც წარსულში კი არ დააბრუნებს ქვეყანას და რუსული პროპაგანდის მესიჯებს კი არ გაიმეორებს, არამედ, ხალხის პრობლემებს მოაგვარებს

26 ოქტომბრიდან გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც წარსულში კი არ დააბრუნებს ქვეყანას და რუსული პროპაგანდის მესიჯებს კი არ გაიმეორებს, არამედ, მოაგვარებს ხალხის პრობლემებს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ რუსული პროპაგანდის ხაზზე „დაჯდომა“ და 2008 წლის ომზე საუბარი სურს.

„ქართულ ოცნებას“ სურს, რომ წინასაარჩევნოდ რუსული პროპაგანდის ხაზზე დაჯდეს და 2008 წლის ომზე გვალაპარაკოს, რომელზეც პასუხი გაცემული აქვთ ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებს, ასევე ევროსაბჭოსა და ეუთოს რეზოლუციებს, ამიტომ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მომავალზე და იმაზე, რომ ძალიან მალე, 26 ოქტომბრიდან გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც წარსულში კი არ დააბრუნებს ქვეყანას და რუსული პროპაგანდის მესიჯებს კი არ გაიმეორებს, არამედ მოაგვარებს ხალხის პრობლემებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ პერიოდში დაგროვდა“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

შეგახსენებთ, ჰაიდი ტალიავინის ბოლო ინტერვიუს შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა და კიდევ ერთხელ დააანონსა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება. მმართველი პარტია ომის დაწყებაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს და 2008 წლის მოვლენებს „წინასწარ დაგეგმილ ღალატს“ უწოდებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე