ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სამშენებლო მასალების გადაცემის პროცესი მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სამშენებლო მასალების გადაცემის პროცესი მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბენეფიციარებს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი, სახლის გადასახური მასალა, ხოლო ავარიული სახლების გასამაგრებლად - ცემენტი და ბლოკი გადაეცემათ.

„ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, 113 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა 40 ოჯახს გადაეცემა.

პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის სამშენებლო მასალების გადაცემის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი შოლინა კანკია გაეცნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სახლები საჭიროებს გადახურვას ან გამაგრებას სამშენებლო მასალებით ეხმარება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა