მედია - დონალდ ტრამპმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება განიხილეს

აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა, - ინფორმაციას Axios-ი ინფორმირებულწყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების განცხადებით, დონალდ ტრამპმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრის დროს ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება განიხილეს და ტრამპის მიზანი იყო, ნეთანიაჰუ წაეხალისებინა, რომ „ჰამასთან“ ნაშუამავლებ შეთანხებას დასთანხმებოდა.

ამასთან, უცნობია, კონკრეტულად რა უთხრა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერს.

შეგახსენებთ, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დღეს დოჰაში განახლდება. ისრაელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე წარმომადგენლებს გაგზავნის, „ჰამასმა“ კი მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს