ალექსანდრე კრევო-ასათიანი - საერთაშორისო სასამართლოებმა, გინდა ჰააგაში, გინდაც სტრასბურგში, ასევე საერთაშორისო რეზოლუციებმა როგორც ეუთოს, ასევე ევროსაბჭოს მხრიდან, უკვე დაადასტურეს ქართველი ხალხის სიმართლე

საერთაშორისო სასამართლოებმა, გინდა ჰააგაში, გინდაც სტრასბურგში, ასევე საერთაშორისო რეზოლუციებმა როგორც ეუთოს, ასევე ევროსაბჭოს მხრიდან, უკვე დაადასტურეს ქართველი ხალხის სიმართლე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო-ასათიანმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ალექსანდრე კრევო-ასათიანის განცხადებით, რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო უკანონო და აგრესიული ომები მეზობლების წინააღმდეგ.

„საერთაშორისო სასამართლოებმა, გინდა ჰააგაში, გინდაც სტრასბურგში, ასევე საერთაშორისო რეზოლუციებმა როგორც ეუთოს, ასევე ევროსაბჭოს მხრიდან, უკვე დაადასტურეს ქართველი ხალხის სიმართლე და პასუხი გასცეს "ქართული ოცნებისა" და რუსულ პროპაგანდას. რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო უკანონო და აგრესიული ომები მეზობლების წინააღმდეგ. ფაქტია, „ქართული ოცნება" უნდა მოშორდეს ხელისუფლებიდან და სწორედ ამისთვის გავიმარჯვებთ ერთიანობით 26 ოქტომბერს", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო სამსახურის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე კრევო-ასათიანმა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე