შემოსავლების სამსახური - სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს „ყაზბეგის" პუნქტის მიმდებარედ, აშშ-ს მიერ საბაჟო დეპარტამენტისთვის გადმოცემული ძვირადღირებული აპარატურა უყურადღებოდაა მიტოვებული

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, „ყაზბეგის" საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე უყურადღებოდაა მიტოვებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, საბაჟო დეპარტამენტისთვის გადმოცემული ძვირადღირებული აპარატურა, კერძოდ, რენტგენო ინსპექტირების სისტემები.

მათივე განმარტებით, სგპ „ყაზბეგში" განთავსებულია სხვადასხვა დანიშნულების რენტგენოსკანერების მონტაჟისთვის საჭირო რკინის კონსტრუქციის პირველადი/საყრდენი ტექნიკური ნაწილები, რომლებიც 24/7 რეჟიმში უსაფრთხოდ არის დაცული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის საჭირო საბოლოო პროცედურები.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, სურს გამოეხმაუროს სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს “ყაზბეგის" საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე უყურადღებოდაა მიტოვებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, საბაჟო დეპარტამენტისთვის გადმოცემული ძვირადღირებული აპარატურა, კერძოდ, რენტგენო ინსპექტირების სისტემები.

საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით განვმარტავთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის აპრილის თვეში, ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების ერთ-ერთი პროექტის (EXBS) ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს გადაეცა საბარგო რენტგენო ინსპექტირების 3 სკანერი (RAPISCAN 628XR), რომლის ჯამური ღირებულებაა 300 000 აშშ დოლარი. გადმოცემული სკანერები განკუთვნილია ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებისთვის, ასევე “ყაზბეგის" საბაჟო-გამშვები პუნქტისთვის.

ამასთან, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტი “ყაზბეგი" აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური დანადგარებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი სკანირებისთვის.

რაც შეეხება, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას - ამ დროისთვის, სგპ „ყაზბეგში" განთავსებულია სხვადასხვა დანიშნულების რენტგენოსკანერების მონტაჟისთვის საჭირო რკინის კონსტრუქციის პირველადი/საყრდენი ტექნიკური ნაწილები, რომლებიც 24/7 რეჟიმში უსაფრთხოდ არის დაცული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის საჭირო საბოლოო პროცედურები.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სგპ ,,ყაზბეგში" საბაჟო კონტროლის პროცედურების პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ, განხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილებისთვის სპეციალური, საბაჟო კონტროლის თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი გასასვლელის მოწყობა. უკვე სრულად განახლდა ავტომატური სარეზერვო ელექტრო გამანაწილებელი ქსელი, დასრულებულია ავტომობილების დასათვალიერებელი ტექნიკური მომსახურების ანგარის მოწყობა და გრძელვადიანი ექსპლუატაციისთვის განკუთვნილი ახალი სასწორის კონსტრუქცია, რომელიც გათვლილია დიდი ტვირთამწეობის ავტომობილების მაღალი ინტენსივობით აწონვაზე.

საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შემოსავლების სამსახური დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს, თავად გაეცნონ კონტროლის/სკანირების პროცესს,” - აღნიშნულია განცხადებაში.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია