საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ოჯახის სიმტკიცისა და კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

"საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" ოჯახის სიმტკიცისა და კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" (BAG) ოჯახური ღირებულებების მნიშვნელობას განსაკუთრებულად უსვამს ხაზს და სრულიად საქართველოს ულოცავს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს.

"ეს დღე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ინიციატივით დაწესდა, კიდევ ერთხელ მკაფიოდ შეგვახსენებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებზეც დგას თითოეული ადამიანის, საზოგადოების და სახელმწიფოს სიმტკიცე, სტაბილურობა და განვითარება.

"საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის", როგორც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს გაერთიანებისთვის, ოჯახი წარმოადგენს არა მხოლოდ სოციალურ, არამედ ეკონომიკური მდგრადობის მნიშვნელოვან საფუძველს. ჯანსაღი, მყარი და დაცული ოჯახური გარემო პირდაპირ აისახება საზოგადოების კეთილდღეობაზე, შრომის პროდუქტიულობაზე, პროფესიულ მოტივაციასა და ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესზე.

„ოჯახი არის ის მთავარი სივრცე, სადაც ყალიბდება მომავალი თაობის ღირებულებები, ენერგია და პასუხისმგებლობა. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ძლიერი საზოგადოებისა და წარმატებული ეკონომიკის საფუძველი სწორედ ძლიერი და ჯანსაღი ოჯახია.

ამ ღირებულებების გათვალისწინებით, ქართული ბიზნესი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ინიციატივებისა და პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ემსახურება ოჯახების ეკონომიკურ გაძლიერებას, სოციალური სტაბილურობის განმტკიცებასა და საზოგადოების კეთილდღეობის ზრდას",- ნათქვამია "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" განცხადებაში.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით